აბსურდის თეატრი, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხდება, უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა, ნანა ტოხვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ სტუდენტების მოთხოვნას სრულად ეთანხმება, რომ რექტორის პოზიციაზე ხელისუფლების ხელდასმული და რჩეული კანდიდატების განწესება შეწყდეს.
ტოხვაძის განცხადებით, მისმა პარტიამ რექტორის პირდაპირი და საყოველთაო ლეგიტიმაციით არჩევის წესთან დაკავშირებით, პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა 2021 წლის მაისში შეიტანა.
“აბსურდის თეატრი, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხდება, უნდა დასრულდეს! “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი სტუდენტების სამართლიან მოთხოვნას სრულად ვეთანხმებით, რომ რექტორის პოსტზე ხელისუფლების ხელდასხმული და რჩეული კანდიდატების განწესება შეწყდეს. სწორედ ამიტომ “სტრატეგია აღმაშენებელმა” ჯერ კიდევ გასულ წელს, 2021 წლის მაისში საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანა, რექტორის პირდაპირი და საყოველთაო ლეგიტიმაციით არჩევის წესთან დაკავშირებით. ეს კანონპროექტი სტუდენტების მოთხოვნას სრულად ასახავს და ასევე, იქნება პრევენცია იმისა, რომ აკადემიურმა საბჭომ რექტორი არა შიდა კულუარული გარიგებებით და „ოცნებისგან“ ხელდასხმით წარადგინოს და აირჩიოს, არამედ არჩევანის საშუალება პროფესორებს, აკადემიურ წრეებს და სტუდენტებს მიეცეთ,” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.