Thursday, March 23, 2023
spot_img
მთავარიმთავარიავსტრიასა და შვეიცარიაში ზვავს 10 ადამიანი ემსხვერპლა

ავსტრიასა და შვეიცარიაში ზვავს 10 ადამიანი ემსხვერპლა

გასულ კვირას ავსტრიისა და შვეიცარიის ალპებში რამდენიმე ზვავს ათი ადამიანი ემსხვერპლა.

ინტენსიური თოვლისა და ქარის გამო ავსტრიის ხელისუფლებამ მე-4 დონის ზვავის განგაში დააწესა, რაც მეორე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მიუხედავად გაფრთხილებისა, დასავლეთ ავსტრიაში სათხილამურო კურორტები ვენაში სასკოლო არდადეგების გამო ინტენსიურად ივსება.

5 თებერვალს ავსტრიის პოლიციამ ხუთი დაღუპულის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. მათ შორისაა 59 წლის მამაკაცი, რომელიც ტიროლის დასავლეთ რეგიონში ზვავის ჩამოწოლის დროს თოვლის საწმენდს იყენებდა.

4 თებერვალს 17 წლის ახალი ზელანდიის, 32 წლის ჩინეთისა და 50 წლის გერმანიის მოქაალაქის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ისინი ზვავის ჩამოწოლის დროს სათხილამურო ბილიკზე სრიალებდნენ.

4 თებერვალზე შვეიცარიაში 56 წლის ქალი და 52 წლის მამაკაცი დაიღუპა. შვეიცარიის პოლიციის თქმით, ჯგუფის მესამე წევრი ზვავს უვნებელი გადაურჩა.

ზვავები ავსტრიასა და შვეიცარიაში ხშირია. ავსტრიის საინფორმაციო სააგენტო APA-ს ცნობით, მხოლოდ 4 თებერვალს, ტიროლის რეგიონში ზვავი 30-ჯერ ჩამოწვა – აქედან 11-ს მსხვერპლი მოჰყვა.

ავსტრიაში მეოთხე დონის განგაშის დონე ნიშნავს, რომ “ძალიან დიდი ზვავია მოსალოდნელი” – ის გამოუცდელ მოთხილამურეებს ღია სათხილამურო ტრასებსა და ბილიკებზე დარჩენას, ხოლო გამოცდილ მოთხილამურეებს ციცაბო რელიეფისგან თავის არიდებას ურჩევს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები