ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 15 წლისთავს ეხმაურება და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.
„დღეს საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 15 წლისთავი აღინიშნება. ავსტრია კიდევ ერთხელ გმობს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას და გამოხატავს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, – აღნიშნულია ავსტრიის საგარეო უწყების განცხადებაში.