Wednesday, September 27, 2023
spot_img
მთავარირეგიონიავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხე–ახალქალაქის გზაზე

ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხე–ახალქალაქის გზაზე

ახალციხე–ახალქალაქის გზაზე დაშავებული სამი მამაკაცი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია შეყვანილი. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტებს ამ ეტაპზე გამოკვლევები უტარდებათ.

“ავარიის შედეგად შემოყვანილია სამი მამაკაცი: 23, 30 და 35 წლის. 23 წლის მამაკაცს თავის ზედაპირული დაზიანებები აღენიშნება, მცირედი ჭრილობით. 35 წლისას აქვს თავის ზედაპირული დაზიანება და სახის არეში ჭრილობები. რაც შეეხება მესამე დაშავებულს, 30 წლის მამაკაცს აქვს ქალა-ტვინის ტრავმა, ზედა კიდურის ტრავმა და ქვედა კიდურის მოტეხილობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამატებითი კვლევები და პაციენტებს უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება”, – აცხადებენ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავარიის მიზეზი სავარაუდოდ ტრაილერის მძღოლის ქმედებაა, ის გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსს შეეჯახა.

„სამივე კონტაქტური იყო აქედან რომ წაიყვანეს. ტრაილერის მძღოლი პოლიციას ჰყავს გაჩერებული, ექსპერტებს ელოდებიან, რომ დაადგინონ ავარიის გამომწვევი მიზეზი“, – აცხადებენ თვითმხილველები.

 ამ ეტაპზე გზა გახსნილია და მოძრაობა აღდგენილია. შემთხვევის ადგილზე რჩებიან სამართალდამცავები.

ცნობისთვის, დღეს, 27აპრილს, ახალციხე–ახალქალაქის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ტრაილერი და მიკროავტობუსი შეეჯახა. დაშავდა სამი მგზავრი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ახალციხის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები