„ქართული ოცნების“ დაპირება, რომ აზარტული თამაშების პრობლემას მოაგვარებდა, კვლავ ზედაპირულ და ფუყე დაპირებად რჩება, როგორც ბევრი სხვა რეფორმა. პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ასე გამოეხმაურა სახელმწიფო მოხელეების ჩართულობას აზარტულ თამაშებში, ის არ გამოეიცხავს, რომ „ქართული ოცნება“, დაინტერესებულიც იყოს, რომ ხელისუფლების შემადგენლობაში რაც შეიძლება ბევრი თამაშდამოკიდებული ადამიანი იყოს, რადგან ასეთი ადამიანები სხვადასხვა ტიპის წნეხს და შანტაჟს ადვილად ემორჩილებიან.
ცნობილია, რომ ქობულეთის ვიცე-მერმა აზარტულ თამაშებში ავტომობილი მოიგო, ხოლო გორის ერთ-ერთი აიპის ბიუჯეტიდან სათამაშო ბიზნესში ნახევარი მილიონი ლარი გადარიცხა.
„სახელმწიფოს არ გააჩნია საკმარისი რესურსი და თითოეული თეთრს, რომელსაც ქვეყანა განკარგავს აუცილებლად უნდა მოვუფრთხილდეთ. ამის ფონზე კი, საჯარო მოხელეების აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება უსერიოზულესი პრობლემაა. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების ინტერესში შედის, რომ აზარტული თამაშები კვლავ მოუგვარებელ პრობლემად დარჩეს, რადგან ხელისუფლების შემადგენლობაში მყოფი თამაშდამოკიდებული ადამიანები მარტივად დასაქვემდებარებლები არიან.
დავინახეთ, რომ სახელმწიფო სამსახური სხვადასხვა ტიპის უკანონო ზეგავლენების მიმართ ძალიან მოწყვლადია. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილის აზარტულ თამაშებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაზე და საჯარო სამსახურებზე უფრო მეტი ყურადღება გამახვილდებაზე არაერთი დაპირება მოვისმინეთ, მაგრამ დღევანდელი რეალობა ცხადყოფს, რომ პრემიერ-მინისტრის ეს დაპირება, ისევე როგორც სხვა დანარჩენი შეუსრულებელი დარჩა.“ – განაცხადა ანა დოლიძემ.