Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიო„აზოვის“ პოლკის ჯარისკაცები „აზოვსტალის“ ბუნკერებში დამალული ბავშვების ვიდეოს ავრცელებენ

„აზოვის“ პოლკის ჯარისკაცები „აზოვსტალის“ ბუნკერებში დამალული ბავშვების ვიდეოს ავრცელებენ

„აზოვის“ პოლკის მებრძოლები ვიდეოს ავრცელებენ, სადაც „აზოვსტალის“ ბუნკერებში დამალული ბავშვები და ქალები აცხადებენ ,რომ 27თებერვლიდან მზე და ცა არ უნახავთ. – Ukrinform-ის ინფორმაციით, ვიდეო საჰაერო სარდლობა “დასავლეთის” „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.

„სახლებში გვინდა დაბრუნება, გვინდა ცოცხლები დავბრუნდეთ, ახლობლები ვნახოთ. 27 თებერვლიდან დედასთან და ბებიასთან ერთად სახლი დავტოვეთ. იმ დროიდან არგვინახავს მზე, ცა. ძალიან გვინდა აქედან გასვლა, უსაფრთხო ადგილზე, უკრაინისტერიტორიაზე,“-აცხადებენ უკრაინელი ბავშვები.

„ვიმყოფებით „აზოვსტალის“ კომბინატში, მოგმართავთ, გთხოვთ, გაგვიყვანეთ აქედან. გვინდა, სუფთა ჰაერი ჩავისუნთქოთ. ვერც კი წარმოიდგენთ, რას ნიშნავს ახლა ჩვენთვისსაჭმელი ვჭამოთ, ტკბილი ჩაი დავლიოთ“. – განაცხადა ბუნკერში მყოფმა ქალმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები