Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოაზოვსტალიდან ევაკუაცია მძიმედ დაშავებულების გადარჩენით დაიწყება

აზოვსტალიდან ევაკუაცია მძიმედ დაშავებულების გადარჩენით დაიწყება

სპეცოპერაცია რამდენიმე ეტაპიანი იქნება. პირველი არის მძიმედ დაჭრილების ევაკუაცია.

„ჩვენ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი სპეცოპერაციის საგზაო რუკაზე მძიმე დაჭრილებით დავიწყეთ. უკრაინამ მოლაპარაკება გამართა წითელ ჯვართან და გაეროსთან და მათ მანდატი მისცა. ჩვენ გვინდა, რომ ხელი მოეწეროს დოკუმენტს: ზუსტად როგორ მოხდება ევაკუაცია აზოვსტალიდან. ჩვენ ვემზადებით ხელმოწერისთვის.“ – განმარტა ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა.

მისი თქმით, აზოვსტალი ამჟამად არა მხოლოდ აზოვის ბატალიონის მებრძოლები იმყოფებიან, არამედ ასევე არიან შეიარაღებული ძალების, ეროვნული პოლიციისა და მესაზღვრეების ჯარისკაცები და ოფიცრები.

“ჩვენ გვესმის, რომ ბიჭები უნდა გადავარჩინოთ!” – ხაზგასმით აღნიშნა ირინა ვერეშჩუკმა.

მან ასევე განმარტა, რომ თურქეთი მოლაპარაკებების მიმდინარე რაუნდში შუამავლის როლს შეასრულებს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები