უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი აღნიშნავს, რომ აზოვსტალში უკრაინულმა ძალებმა რუსული ჯარები მოიგერიეს.
“შეიძლება ითქვას, რომ ბრძოლა გრძელდება. დანარჩენი ინფორმაცია მოწმდება”- თქვა არსეტოვიჩმა.
ის ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდება.
უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც უკრაინელი მებრძოლები და სამოქალაქო პირები გამაგრებულნი არიან, შტურმი მთელი ღამის განმავლობაშ გრძელდებოდა.
მიუხედავად ამისა, კრემლი აზოვსტალზე თავდასხმას უარყოფს. კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ აზოვსტალთან დაკავშირებით პრეზიდენტ პუტინს ახალი ბრძანებები არ გაუცია.