Friday, December 9, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკაჩვენ არ ვართ ოკუპირებულები? რატომ არ ვემზადებით ზოგადად ომისთვის? - ალეკო ელისაშვილი

ჩვენ არ ვართ ოკუპირებულები? რატომ არ ვემზადებით ზოგადად ომისთვის? – ალეკო ელისაშვილი

„კითხვა მაქვს ჩემს ხელისუფლებასთან, საქართველო რატომ არ ითხოვს ხმამაღლა, რომ მიიღოს შეიარაღება? არ გვჭირდება? არ ვართ ოკუპირებულები? უკრაინას რომ თავს ესხმის, იმ ქვეყნის ჯარი ჩვენთან არ დგას შუაგულ ქართლში? რატომ არ ვემზადებით, ზოგადად, ომისთვის? – ასე მიმართლა „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს.

მისი თქმით,საქართველო რუსეთის მხრიდან ყველაფრისთვის უნდა ემზადებოდეს, მათ შორის, ომისთვისაც.

„რა თქმა უნდა, უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება, ბრძოლაშია ჩაბმული, იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის, თავისუფალი სამყაროსთვის და ამან უზარმაზარი შესაძლებლობების ფანჯარა გააჩინა, მაგრამ მე, შესაბამისად, მაქვს კითხვა ჩემს ხელისუფლებასთან, საქართველო რატომ არ ითხოვს ხმამაღლა, რომ მიიღოს შეიარაღება? მე არ მომისმენია არცერთი საჯარო განცხადება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების, რომლებიც ამბობენ, რომ მოგვეცით ჩვენც იარაღი, ჰაერსაწინააღმდეგო, ხომალდსაწინააღმდეგო, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, არ გვჭირდება? არ ვართ ოკუპირებულები? უკრაინას რომ თავს ესხმის, იმ ქვეყნის ჯარი ჩვენთან არ დგას შუაგულ ქართლში, აფხაზეთში, სამეგრელოსთან? კოდორის ხეობა ჩვენთვის წართმეული არ აქვთ და სხვა ტერიტორიები? არ გვჭირდება, რომ უფრო ღონიერი ქვეყანა ვიყოთ და მომზადებული? რატომ არ ისმის საერთოდ მსგავსი განცხადება? რატომ არ ვემზადებით, ზოგადად, ომისთვის? პუტინისნაირი პარანოიკის გარდა, არ მგონია ამ ქვეყანაზე ვინმე იყოს, ვისაც ომი უნდოდეს, მათ შორის, მეც, მაგრამ ორჯერ ორი ოთხია, რომ თუ გინდა თავს არ დაგესხან, თუ გინდა, რომ ომი აიცილო თავიდან, ომისთვის უნდა იყო მზად. თუ მშვიდობა გინდა, ომისთვის უნდა ემზადებოდე. რატომ არაფერს აკეთებს? რატომ არ გვესაუბრება ჩვენი ხელისუფლება? მეტროს გარდა და ესეც მხოლოდ თბილისშია, გვაქვს თუ არა სამოქალაქო თავშესაფრები? რატომ არ ხდება ტერიტორიული თავდაცვის ფორმირება, ძალიან ეფექტური ქვედანაყოფების? რატომ ვართ ასეთი არხეინები? ძალიან მიკვირს, ღვთის იმედად ვართ ,რომ თავს არ დაგვესხმებიან თუ მარია ზახაროვას ან იმ მეორე საძაგელი ქალის გულს თუ მოვიგებთ, დაცულები ვიქნებით?“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები