Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეიტანა

ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეიტანა

ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რითაც ტერორისტული თავდასხმებისა და ტერორისტული აქტების ჩამდენ პირებს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა – ემუქრებათ. ცვლილებები 2022 წლის 29 მაისს ძალაში შევა.

სასჯელის განსაკუთრებულ ზომად დასაშვებია სიკვდილით დასჯა-აღსრულება გათვალისწინებული დანაშაულისათვის:

  • 124-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ტერორისტული აქტი უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის მიმართ);
  • 126-ე მუხლის მე-3 ნაწილი (საერთაშორისო ტერორიზმის აქტი);
  • 289-ე მუხლის მე-3 ნაწილი (ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტი, ბირთვული ენერგიის ობიექტების გამოყენებით ან რადიოაქტიური ნივთიერებების, ან ბირთვული მასალების, ძლიერი ტოქსიკური, ქიმიური ან ბიოლოგიური ნივთიერებების გამოყენებით, ან ადამიანის მკვლელობის მონაწილეობით);
  • 359-ე მუხლის მე-2 ნაწილი (სახელმწიფო ან საზოგადო მოღვაწის მკვლელობა, რომელიც ჩადენილია მის სახელმწიფოებრივ ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენის მიზნით).

სისხლის სამართლის კოდექსის ახალ რედაქციაში წერია, რომ სიკვდილით დასჯა წესდება “განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, რომელიც გულისხმობს ადამიანის სიცოცხლის განზრახ მოსპობას დამამძიმებელ გარემოებებში.”

სიკვდილით დასჯის შესახებ საკანონმდებლო ცვლილების პროექტი თავდაპირველად ბელარუსის ეროვნული ასამბლეის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატებმა, 27 აპრილს ორი წაკითხვით მიიღეს, ხოლო 4 მაისს დოკუმენტი რესპუბლიკის საბჭომ ასევე ერთხმად დაამტკიცა.

ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსში სიკვდილით დასჯის გამოყენების გაფართოებაე.წ. “სარკინიგზო პარტიზანებს” უკავშირდება, რომლებიც ბელორუსის რკინიგზაზე მოძრაობის დაბლოკვით ცდილობენ ხელი შეუშალონ უკრაინის მიმართულებით სამხედრო კოლონების გადაადგილებას.
ბელორუსიის ჰელსინკის კომიტეტის ადამიანის უფლებათა ცენტრმა “ვიასნამ “და ჯგუფმა” უფლებადამცველები სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ”, ერთობლივ საჯარო მიმართვაში დაუშვებელი უწოდეს ქვეყანაში სიკვდილით დასჯის გამოყენების გაფართოებას.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები