Tuesday, December 5, 2023
spot_img
მთავარირეგიონიამაღლების მოსახლეობის პრობლემები

ამაღლების მოსახლეობის პრობლემები

წარმოუდგენელია, მაგრამ 21-ე საუკუნეში ჯერ კიდევ არის ადგილები, სადაც მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება. მათ შორის, ერთ-ერთი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ამაღლებაა. თუმცა, ამაღლების თემის მცხოვრებლების პრობლემას მხოლოდ უწყლობა არ წარმოადგენს _ სოფელში არ არის მაღაზია, პურის და სხვა პროდუქტების შესაძენად ხალხი მეზობელ სოფელში დადის. გზაზე კი, რომლის რეაბილიტაციაც, დაახლოებით, ერთი წელია ჩინური კომპანიის მიერ მიმდინარეობს, გადაადგილება მშრალ ამინდში რთულია, წვიმაში კი _ თითქმის შეუძლებელი“,-აცხადებს ამაღლების მოსახლეობა.

ადგილობრივი მოსახლეობა პრობლემებზე ღიად საუბრობს.

ერთ-ერთი მოსახლის თქმით, მანქანით გადაადგილება ძალიან რთულია, განსაკუთრებით-წვიმიან ამინდში.

“მანქანით გავლა რთულია, წვიმაში კი _ შეუძლებელი. შარშანს მერე გადათხრილია გზა. ხომ შეიძლება, ერთ ადგილას გააკეთო და შემდეგ სხვა ადგილზე დაიწყო? ხალხი გამწარებულია. ადრე სოფელში ყველაფერი იყო _ ჩაის ფაბრიკა, მაღაზიები, ახლა ერთი მაღაზიაც არაა. ფურნე იყო და ისიც აღარაა. პურის საყიდლად შუა ამაღლებაში უნდა წახვიდე”, _ ამბობს ის.

სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები აცხადებს, რომ სოფელში არსებული პრობლემების გარდა, სოფლის დარბაზშიც რთული სიტუაციაა.

გზა არ გვაქვს, წყალი არ გვაქვს, ტალახში ვიხრჩობით. ერთი დარბაზი გვაქვს და ისიც კეთილმოუწყობელი. არც ცივი წყალი გვაქვს ნორმალურად და არც _ თბილი. წყალი ზაფხულში სულ არ მოდის. სხვა თუ არაფერი, მეთლახი მაინც დაეგოთ. გაზიც არ გვაქვს დარბაზში, ბალონებით მოაქვთ ხალხს და ისე ვამზადებთ კერძებს, როცა რამეს ღონისძიება გვაქვს”, _ აცხადებს სოფელში მცხოვრები პირი.

სოფელ ამაღლებაში მცხოვრები ერთ-ერთი პენსიონერი ქალბატონი ამბობს, რომ პენსიონერებს ყურადღებას არავინ აქცევს. მის შვილიშვილს 16 წლის შესრულებისთანავე სოციალური დახმარება მოუხსნეს. რთული ეკონომიკურ-სოციალურ ფონზე კი პროდუქტებზე, რომლის მოტანაც სხვა სოფლიდან ან სულაც ჩოხატაურიდან უწევთ, ფასი გაიზარდა; მგზავრობის ღირებულებაც გაძვირდა:

ინფორმაციისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, როგორც ამაღლებაში, ისე სამებაში, შიდა გზების რეაბილიტაცია იგეგმება.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები