Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოანტონიუ გუტერეში სერგეი ლავროვი ერთმანეთს შეხვდნენ

ანტონიუ გუტერეში სერგეი ლავროვი ერთმანეთს შეხვდნენ

ანტონიუ გუტერეში  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ გაერო მზადაა მთელი თავისი ძალისხმევა მიმართოს მარიუპოლში ხალხის გადარჩენისკენ.

გუტერეშმა აღნიშნა, რომ მზადაა, წითელი ჯვრის კომიტეტთან ერთად უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფნის მუშაობა მარიუპოლის მეტალურგიულ ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, სადაც გრძელდება ბრძოლები და სადაც ასობით სამოქალაქო პირია დარჩენილი. გაეროს გენერალური მდივანი გამოვიდა მოწოდებით, დამოუკიდებელი გამოძიება გაიმართოს უკრაინაში სამხედრო დანაშაულების შესახებ ცნობების თაობაზე.

სერგეი ლავროვმა უკრაინის წარმომადგენლებს ბრალი დასდო იმაში, რომ ისინი არაკეთილსინდისიერად ატარებენ მოლაპრაკებებს, დასავლეთის ქვეყნებს კი იმაში, რომ ისინი უკრაინას იარაღით „ბერავენ“, რათა ბრძოლის ველზე მის უპირატესობას მიაღწიონ. „თუ ეს გაგრძელდება, მოლაპარაკებებს ვერ ექნება რაიმე შედეგი. მაგრამ ჩვენ ერთგული ვართ საკითხის მოლაპრაკებებით გადაწყვეტისა“. – განაცხადა ლავროვმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები