ბუჩაში წმინდა ანდრია პირველწოდებულის ტაძართან მდებარე მასობრივი საერთო საფლავიდან ცხედრების ექსჰუმაცია დაიწყო. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ვენედიქტოვამ განაცხადა, რომ მასში 67 ადამიანია დაკრძალული, მათ უმეტესობას ცეცხლსასროლი იარაღით და აფეთქების შედეგად მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
სულ ქალაქში 320 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, როგორც მერმა, ფედორუკმა განაცხადა, იდენტიფიცირებულია 163 ცხედარი.
Maxar-ის თანამგზავრული სურათის მიხედვით, ამ ეკლესიაში 10 მარტიდან არსებობს მასობრივი საფლავი.