არ არის ეგ მარტივი კითხვა. ანალიზია მთავარი. როცა რაღაცას ამბობ, უნდა დააკონკრეტო, რას გულისხმობ ამაში. მაგალითად, რომ დავუშვათ, რომ ყველაფერი არის ასე თითო ტერმინით გასაზომი, მაშინ მეორე ფრონტიც უნდა გავხსნათ საქართველოში…
მტერს აქვს სხვადასხვა გაგება და თქვენ მეკითხებით ცალსახად რაღაცას. მტრის ერთი გაგება არის, რომ ვიღაცას ეომები, მეორე გაგებაა, რომ გაქვს რაღაცა ორგანული დაპირისპირება , მესამე გაგება არის რაღაც კიდევ და ა.შ. მე ამ ანალიზში შემოვდივარ და თქვენ მეუბნებით, მტერი არის თუ – არ არის, მოყვარეა, მეგობარია თუ ბიძაშვილია.
არ არის მარტივი კითხვა, რადგან არის რაღაც მარტივი კლიშეები, შაბლონები, ტერმინები, რითაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, საქართველოს მიყვანას მეორე ფრონტამდე, ამიტომ არ არის მარტივი. მნიშვნელოვანია ჩვენ რაღაცებს ვუპასუხოთ არა მარტივი ტერმინებით, არამედ ანალიზით.