ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ორგანიზებით, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი გაიმართა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებაა.
„საზოგადოებამ კარგად ნახა “ქართული ოცნების” პროპაგანდა, რომ მესამე პრეზიდენტს პოლიტიკური ნიშნით ასამართლებენ”,- განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.