Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარირეგიონი"აღარც ერთი არ შევა სამუშაოდ ქარხანაში"-აცხადებენ "ბორჯომის" გათავისუფლებული და მოქმედი თანამშრომლები

“აღარც ერთი არ შევა სამუშაოდ ქარხანაში”-აცხადებენ “ბორჯომის” გათავისუფლებული და მოქმედი თანამშრომლები

დღეს, 6 მაისს, მინერალური წყალი “ბორჯომის” ჩამომსხმელ ქარხანასთან გათავისუფლებული და მოქმედი თანამშრომლები შეიკრიბნენ. პროფკავშირული გაერთიანების წარმომადგენლის, გიორგი დიასამიძის თქმით, სამოქმედო გეგმაზე, ამჟამად კონსულტაციები მიმდინარეობს.

„დასაქმებულებს შევხდით. სავარაუდოდ, ვინც ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს და ისინიც, ვინც არ მოაწერა, სოლიდარობის ნიშნად პროტესტს გამოთქვავენ და აღარც ერთი არ შევა სამუშაოდ ქარხანაში. მათ, ვინც ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, ზოგს ახლაც ეძახიან სარემონტო სამუშოებზე სამუშაოდ. ამჟამად დასაქმებულებთან კონსულტაციებს გავდივართ“,–აცხადებს გიორგი დიასამიძე.

მისივე ინფორმაციით, მედიაცის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით გუშინ, 5 მაისს, შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროში შეტანილ წერილზე, პროფკავშირულ გაერთიანებას პასუხი არ მიუღია.

„IDS ბორჯომი საქართველოს“ გადაწყვეტილებით, მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნიდან 49 ადამიანს სამუშაო ხელშეკრულება შეუწყდა კომპანიის განცხადებით, მიზეზი დასაქმებულების მხრიდან, კომპანიის შეთავაზებულ პირობებზე უარია.

„IDS ბორჯომი საქართველოს“ ინფორმაციით, გათავისუფლებულ თანამშრომლებს, შესაბამისი ბრძანება გუშინ, 5 მაისს ელექტრონული ფოსტით გადაეგზავნათ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები