Tuesday, January 31, 2023
spot_img
მთავარიმთავარიაშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინების ფედერალურ აღიარებაზე

აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინების ფედერალურ აღიარებაზე

აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი, რომელიც ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინების ფედერალურ აღიარებას ემსახურება. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ინიციატივას მხარი 258 კონგრესმენმა დაუჭირა, 169 კი წინააღმდეგ წავიდა. ზემოხსენებული კანონი სენატს უკვე დამტკიცებული აქვს. გადაწყვეტილებას ძალაში შესვლითვის მხოლოდ პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ხელმოწერაღა აკლია.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ინიციატივა აშშ-ის კონგრესის დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გაჩნდა ვარაუდი, რომ აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ, სადაც უმრავლესობაში კონსერვატორი მოსამართლეები არიან, შესაძლოა გადახედოს 2015 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ერთნაისქესიან წყვილთა ქორწინების კანონიერებას ითვალისწინებს.

ახლადმიღებული კანონი აშშ-ის ფედერალურ მთავრობას და შტატებს საშუალებას მისცემს აღიაროს ერთნაირსქესიანთა და რასებსშორისი ქორწინება, რომლებიც იმ შტატებში გაფორმდა, სადაც ეს ლეგალურია.

აშშ-ის მოსახლოების აღწერის ბიუროს ცნობით, ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში 568 000-მდე ქორწინებაში მყოფი ერთნაირსქესიანი წყვილი ცხოვრობს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები