Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოაშშ მზადაა იარაღი მოლდოვას მიაწოდოს

აშშ მზადაა იარაღი მოლდოვას მიაწოდოს

აშშ მზადაა, საჭიროების შემთხვევაში იარაღი მოლდოვას მიაწოდოს, განაცხადეს ამერიკელმა კონგრესმენებმა კიშინიოვში. ასეთი მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ გრეგორი მიქსმა განაცხადა.

“ჩემი პოზიციაა, რომ ჩვენ უნდა ვისაუბროთ მოლდოვის მთავრობასთან. მე არ მინდა გადავიდე იმაზე, რასაც მოლდოვის ხელმძღვანელობა მოითხოვს ჩვენგან”.

მისი თქმით, “დიალოგი მიმდინარეობს” და “კოლექტიური” გადაწყვეტილებები მიიღება მოკავშირეებს შორის და მოლდოვა შეერთებული შტატების ერთ-ერთი საუკეთესო მოკავშირეა.

“უკრაინის და რეგიონის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ. ჩვენ ძალისხმევას გავამახვილებთ იმაზე, რომ ყველა ჩვენი მოკავშირე ვამუშაოთ ერთი ხმით და ერთი მიმართულებით, რომ პუტინმა არ გააგრძელოს შეჭრა სხვა ქვეყნებში. დიალოგი გრძელდება და ჩვენ გადაწყვეტილებებს კოლეგიურად ვიღებთ ჩვენს მოკავშირეებთან და ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მოკავშირე მოლდოვაა“. – განაცხადა კონგრესმენმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები