Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკააშშ საქართველოსთვის, რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად 35 მილიონ დოლარს გამოყოფს

აშშ საქართველოსთვის, რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად 35 მილიონ დოლარს გამოყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად 35 მილიონს დოლარს გამოუყოფს. ეს თანხა რუსეთის მიერ წარმოებული ომის საპასუხოდ, მორიგი სამხედრო დახმარების მხოლოდ ნაწილია, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმადგენლმა განმარტა. მისი განაცხადებით, 713 მილიონი დოლარის ოდენობის უცხოური სამხედრო დაფინანსების (FMF) ფარგლებში 322 მილიონი დოლარი უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას მოხმარდება. დანარჩენი თანხა კი ბალკანეთს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე განაწილდება.

“საქართველო მიიღებს 35 მილიონს, რაშიც ბრიგადის საბრძოლო აღჭურვილობის კომპლექტი შედის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა, მოწინავე საველე არტილერიის ტაქტიკური მონაცემების სისტემა, მობილურობის შესაძლებლობები და კიბერ-თავდაცვა”, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

24 აპრილს ამ თანხის გამოყოფის შესახებ ცნობა სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს გაეგზავნა. მისი მიზანი, “ნატოს მოკავშირეების დაეხმარებაა შეავსონ შესაძლებლობები, რომლებიც მათ უკრაინას საკუთარი მარაგებიდან უსასყიდლოდ გადასცეს, რომ ნატომ შეკავების შესაძლებლობები შეინარჩუნოს და გააძლიეროს”.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები