Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარირეგიონიაჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს...

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მოუსმენენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი, კომიტეტებში , ,,საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პირობებისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ განსახილველად შევიდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ორგანოს ბიურომ მე-7 სხდომაზე მიიღო.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, საკითხი ბიუროს წევრებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ წარუდგინა.

მისიგანმარტებით, სტანდარტისცვლილებასთანერთადიზრდება, პროაქტიულადგამოსაქვეყნებელსაკითხთანუსხა.

„ბიურომ ცნობად მიიღო საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მარინე გვიანიძის მიერ სხდომაზე გამოტანილი აჭარის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიში. მომხსენებლის განცხადებით, ანგარიშთან დაკავშირებით განხილვის პროცედურები კომიტეტებში დასრულებულია და წარმოდგენილია შესაბამისი დასკვნები.

უმაღლეს საბჭოში განხილვის პროცედურები იწყება მორიგ პეტიციაზე. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანას მკვიდრის მაგდა ქათამაძის ავტორობით მომზადებული პეტიცია – „აჭარის მუნიციპალიტეტების ცენტრებში თავისუფალი სივრცეების მოწყობის თაობაზე“ , ბიუროს გადაწყვეტილებით, ჩაეშვა კომიტეტებში, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

ამავე სხდომაზე უმაღლესი საბჭოს 19 მაისის მორიგი პლენარული სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრა. პროექტი, „მინისტრის საათის“ ფორმატში, ამჯერად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მაია ხაჯიშვილის მოსმენას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები