Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოახალი სანქციები რუსეთს

ახალი სანქციები რუსეთს

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთსა და ბელარუსს ახალი სანქციების პაკეტი დაუწესა, რომელიც ვაჭრობას ეხება. ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ბრიტანეთის ხელისუფლებაში ამბობენ, ახალი პაკეტია “მიმართულია იმისკენ, რომ პუტინის სამხედრო მანქანა კიდევ უფრო მეტად დაასუსტოს”. ბრიტანეთში აცხადებენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული იმპორტისა და ექსპორტის სანქციები ჯამში 4 მილიარდი ფუტ სტერლინგის ღირებულების საქონელს მოიცავს.

ახალი სანქციების პაკეტის ფარგლებში იმპორტის ტარიფები 35%-ით გაიზრდება. სანქციები შეეხება პლატინისა და პალადიუმის იმპორტზე ტარიფებს გაზრდასაც. ასევე, რუსეთში ისეთი პროდუქტების ექსპორტი აიკრძალება, როგორებიცაა ქიმიკატები, პლასტმასა, რეზინი და მექანიკის დეტალები, რომელთა საერთო ღირებულება 250 მილიონი ფუტია.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები