Friday, December 9, 2022
spot_img
მთავარიმთავარიახალი საპროტესტო ტალღის ჩასახშობად ირანი ქურთებით დასახლებულ რეგიონში ჯარს აგზავნის

ახალი საპროტესტო ტალღის ჩასახშობად ირანი ქურთებით დასახლებულ რეგიონში ჯარს აგზავნის

ირანის სამთავრობო მედიის ცნობით, საპროტესტო აქციების ჩახშობის პარალელურად, ირანი ქურთებით დასახლებულ რეგიონში დამატებით ჯარს აგზავნის.

მასობრივი დემონსტრაციები, რომლებიც 16 სექტემბერს 22 წლის ქურთი ქალის, მაჰსა ამინის დაპატიმრების შემდეგ დაიწყო, სწრაფად გავრცელდა მთელ ქვეყანაში, მაგრამ ყველაზე ინტენსიურად მიმდინარეობს ეთნიკური უმცირესობებით, ძირითადად სუნიტი მუსლიმებით, დასახლებული რეგიონებში.

რამდენიმე სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რევოლუციური გვარდიის უფრო მეტი ჯავშანტექნიკა და სპეცრაზმი დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ სასაზღვრო რეგიონებში მიემართებოდა, სადაც ქურთი უმცირესობა ცხოვრობს.

ირანი დასავლეთის ქვეყნებს არეულობის ორკესტრირებასა და ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში სეპარატისტული ჯგუფების სასარგებლოდ მუშაობაში ადანაშაულებს. გაეროს უფლებათა კომისარის ინფომაციით, საპროტესტო აქციების დაშლისას გასულ კვირას 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მაჰსა ამინი სექტემბერში მორალის პოლიციამ დააკავა და სასტიკად სცემა. ქალი დაკავებიდან მალევე გარდაიცვალა.

ექსპერტთა შეფასებით, საპროტესტო აქციები ირანის მთავრობისთვის 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ დარბევების შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე თინეიჯერი.

აშშ-მ ირანის მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. იგივე მალევე დიდმა ბრიტანეთმაც გაიმეორა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები