Thursday, December 1, 2022
spot_img
მთავარიპოლიტიკამხარდაჭერა ახლა იმაზე მეტად გვჭირდება, ვიდრე ოდესმე

მხარდაჭერა ახლა იმაზე მეტად გვჭირდება, ვიდრე ოდესმე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებულ ახალ სანქციებსა და უკრაინის დახმარების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებებს სოციალურ ქსელში გაეხმაურა.

ზელენსკის თქმით, უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის იზოლირების მიზნით ამერიკის მიერ დაწესებული სანქციები და უკრაინის დახმარება ,იმაზე მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე”.

,,მადლობელი ვარ შეერთებული შტატების პრეზიდენტისა ამერიკელი ხალხის ლიდერობის, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის ხალხს მხარს უჭერს. ეს დახმარება დღეს უფრო მეტად საჭიროა, ვიდრე ოდესმე! ის ჩვენი დემოკრატიისა და თავისუფლების დამცველების სიცოცხლეს გადაარჩენს და უკრაინაში, მშვიდობის აღდგენასთან გვაახლოებს”, – წერს ზელენსკი.

შეგახსენებთ, თეთრ სახლში დღეს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისა და უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის შემუშავების შესახებგამოაცხადა. აშშ უკრაინას ფინანსურ და სამხედრო დახმარებას გაუწევს, რუსეთს კი მორიგ სანქციებს დაუწესებს. რუსეთთან რაიმე დაკავშირებულ გემებს აშშ-ს პორტებში შესვლა აეკრძალათ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები