Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოახალმა ზელანდიამ რუს დეპუტატებს სანქციები დაუწესა

ახალმა ზელანდიამ რუს დეპუტატებს სანქციები დაუწესა

ახალმა ზელანდიამ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუს დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორის კომპანიებსა და ორგანიზაციებს სანქციები დაუწესა.

„რადგან პრეზიდენტი პუტინის ომის მანქანა აგრძელებს უკანონო თავდასხმებს, მოწოდებული ვართ, დავაკისროთ საფასური მათ, ვინც ამაში მონაწილეებს“, – განაცხადა ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნანაია მაჰუტამ.

სანქციები დაუწესდა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის 170 წევრს, ფედერაციის საბჭოს და თავდაცვის სექტორის ექვს კომპანიასა და ორგანიზაციას.

ამასთან, კიდევ უფრო გაფართოვდა შეზღუდვის ზომები 400-ზე მეტი პირის წინააღმდეგ, რომლებსაც ახალ ზელანდიაში მოგზაურობასთან დაკავშირებული აკრძალვა უკვე დაწესებული ჰქონდათ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები