Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიპოლიტიკაბადრი ჯაფარიძე-"საჭიროა რომ კობახიძეს გაეწიოს სამედიცინო კონსულტაცია იმისთვის, რომ გავარკვიოთ გადახრასთან, პათოლოგიასთან გვაქვს...

ბადრი ჯაფარიძე-“საჭიროა რომ კობახიძეს გაეწიოს სამედიცინო კონსულტაცია იმისთვის, რომ გავარკვიოთ გადახრასთან, პათოლოგიასთან გვაქვს თუ არა საქმე”

მე დიდი ხანი ვმუშაობდი ფსიქოლოგიის სფეროში. შესაძლოა, ამ შემთხვევაში საჭირო იყოს, რომ ირაკლი კობახიძეს გაეწიოს სამედიცინო კონსულტაცია იმისთვის, რომ გავარკვიოთ გადახრასთან, პათოლოგიასთან გვაქვს თუ არა საქმე, როდესაც ადამიანს წარმოსახვა ჰგონია სინამდვილე, – ამის შესახებ “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობაზიძის განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით,ირაკლი კობახიძე მოქალაქეებს დასცინის.

„ეს არის ძალაუფლებით გარყვნილი პოლიტიკოსის დაცინვა მის თანამოქალაქეებზე. პოლიტიკოსის, რომელიც არ იმყოფება შესაფერის ადგილზე. შესაბამისად, მისი უსაზღვრო ძალაუფლებით სარგებლობს სასამართლოზე. დღევანდელი ვითარებაა ის, რომ „ქართული ოცნება“ ჩართულია მისი ოპონენტების მასობრივად უკანონო მოსმენებში, სრულად აკონტროლებს სასამართლო სისტემას. შეუძლია ნებისმიერი სისულელით შეეცადოს მოქალაქეების გაბაიბურებას. ამ შემთხვევაში, მორიგი დაცინვაა ჩვენს თანამოქალაქეებზე კობახიძის მხრიდან. იმის ნაცვლად, რომ ისაუბროს იმ გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანას აქვს, ის თავის მოქალაქეებს დასცინის.

არის მეორე ვერსიაც. მე დიდი ხანი ვმუშაობდი ფსიქოლოგიის სფეროში. შესაძლოა, ამ შემთხვევაში საჭირო იყოს, რომ კობახიძეს გაეწიოს სამედიცინო კონსულტაცია იმისთვის, რომ გავარკვიოთ გადახრასთან, პათოლოგიასთან გვაქვს თუ არა საქმე, როდესაც ადამიანს წარმოსახვა ეუბნება, რომ ეს რეალობაა. ეს ვერსიაც ლეგიტიმურია. მგონი, ამ შემთხვევაში ადგილი აქვს, ძალაუფლებით გარყვნილ, შეუფერებელ ადგილზე მყოფი ადამიანის მხრიდან თავის თანამოქალაქეებზე დაცინვას”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები