Tuesday, November 29, 2022
spot_img
მთავარირეგიონიბათუმის რეგიონულ ლაბორატორია დაათვალიერეს

ბათუმის რეგიონულ ლაბორატორია დაათვალიერეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი ბათუმის რეგიონულ ლაბორატორიაში იმყოფებოდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრაზე ლაბორატორიის შესაძლებლობებს გაეცნენ, აქტუალური საკითხებიდა სამომავლო გეგმები განიხილეს.

სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით,საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელის გაძლიერებ, ეს კი ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესს და აღებული ვალდებულებების შესრულებას.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა ხაზი ლაბორატორიის ქსელის მიღწევებსა და შესაძლებლობებს გაუსვა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარებული კვლევების მნიშვნელობას.

„ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასა და აჭარის ლაბორატორიულ კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდა. აჭარის ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში მოქმედ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიას. მემორანდუმის საფუძველზე გამყარდა კავშირი ორ ლაბორატორიას შორის, რაც გულისხმობს ინოვაციური კვლევითი მეთოდების გაცვლას და ლაბორატორიათშორისი ტესტირებების ჩატარების გააქტიურებას.

ბათუმის ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ტიტე აროშიძე და ფრიდონ ფუტკარაძე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ირმა აფხაზავა და მირიან ქათამაძე; სსიპ ლაბორატორიის კვლევითი ცენტრის უფროსი ლევან გორგილაძე და ლაბორატორიის წარმომადგენლები; სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რაიონული სამმართველოს უფროსი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ბათუმის ლაბორატორიის წარმომადგენლები.“ – აღნიშნულია.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები