Wednesday, May 31, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიობაიდენმა "ლენდ-ლიზის" კანონს ხელი მოაწერა  

ბაიდენმა “ლენდ-ლიზის” კანონს ხელი მოაწერა  

"პუტინის ომს... კიდევ ერთხელ მოაქვს სასტიკი ნგრევა ევროპაში"

გუშინ, 9 მაისს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ორპარტიულ ინიციატივას ხელი მოაწერა, რომლითაც მეორე მსოფლიო ომის “ლენდ-ლიზის” პროგრამას აღადგენს. თავის დროზე ამ პროგრამამ ხელი შეეწყო ნაცისტური გერმანიის დამარცხებას, ამჯერად ის მიზნად ისახავს კიევის გაძლიერებას და აშშ-სგან იარაღის მიწოდების გაიოლებას.

ახალი კანონი ძირითადად სიმბოლურია, თუმცა ის ემთხვევა კონგრესის ინიციატივას დამატებით 33 მილიარდი დოლარის ან მეტი რესურსი გამოიყოს უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებისთვის. კანონის ხელმოწერა ასევე სიმბოლური პასუხია რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმირ პუტინისთვის, რომელმაც მოსკოვში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად გამოიყენა.

კანონის ხელმოწერამდე ბაიდენმა თქვა, “პუტინის ომს… კიდევ ერთხელ მოაქვს სასტიკი ნგრევა ევროპაშიო”, რითიც მიანიშნა 9 მაისის ისტორიულ მნიშვნელობაზე.

კანონის ხელმოწერის მომენტში ბაიდენთან ერთად იდგნენ ორი დემოკრატი და ერთი რესპუბლიკელი სენატორები. გასულ თვეში კანონი იოლად დამტკიცდა სენატში, წარმომადგენელთა პალატაში მისი წინააღმდეგი მხოლოდ 10 რესპუბლიკელი იყო.

“ეს მართლა მნიშვნელოვანია” -აღნიშნა ბაიდენმა უკრაინის მიმართ ორპარტიულ მხარდაჭერაზე.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები