Wednesday, September 27, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაბაიდენის განცხადებით, მაიმუნის ჩუტყვავილას გავრცელება ყველას უნდა აშფოთებდეს

ბაიდენის განცხადებით, მაიმუნის ჩუტყვავილას გავრცელება ყველას უნდა აშფოთებდეს

მაიმუნის ჩუტყვავილა არის ის, რაც “ყველას უნდა აშფოთებდეს”, -განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმაა, ჯო ბაიდენმა. მისი თქმით, აშშ-ის ჯანდაცვის უწყებები ეძიებენ შესაძლო მკურნალობის გზებს და აცრის საშუალებებს. „ვმუშაობთ იმაზე, რომ გავიგოთ, რა ვიღონოთ,“ – უთხრა ბაიდენმა ჟურნალისტებს.

მაიმუნის ჩუტყვავილა, რომელიც ბოლო ხანებში ევროპის და ამერიკის, ასევე სხვა კონტინენტებზე გავრცელდა, ვირუსების იმავე ოჯახის წევრია, როგორც ჩვეულებრივი ჩუტყვავილა, თუმცა ის ნაკლებად მძიმეა. ეს არის ინფექციური დაავადება, რომელიც ვირუსის საშუალებით გადადის ცხოველიდან ადამიანზე. აფრიკაში ის ნაპოვნია ბევრი ცხოველის, განსაკუთრებით მღრღნელების და მაიმუნის სხვადასხვა სახეობების ორგანიზმში.

მაიმუნის ჩუტყვავილას სიმპტომებია სიცხე, თავის ტკივილი, გამონაყარი კანზე და სხვა. დაავადებულთა უმეტესობა რამდენიმე კვირაში გამოჯანმრთელდება. მძიმე შემთხვევები ბავშვებსა და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებშია გავრცელებული. სიკვდილიანობის პროცენტი დაბალია.მაიმუნის ჩუტყვავილას შემთხვევები აღირიცხა გერმანიაში, ბრიტანეთში, ნიდერლანდში და პორტუგალიაში, ასევე კანადაში, ავსტრალიაში და აშშ-ში.

ვირუსი სისხლითა და სხეულის სხვა სითხეების საშუალებით, წვეთოვანი გზით, ადამიანებს და ცხოველებს, ან ადამიანებს შორის უშუალო კონტაქტის შედეგად ვრცელდება.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები