აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც ჩინეთის საკვანძო ტექნოლოგიურ დარგებში ამერიკული ინვესტიციების ჩადებას კრძალავს. ეს ის ტექნოლოგიებია, რომლებიც პეკინის არმიის გაძლიერებას უზრუნველყოფს.
The New York Times წერს, რომ ბაიდენის განკარგულება ვენჩურულ და კერძო საინვესტიციო კომპანიებს უკრძალავს ფულის ჩადებას ჩინეთში ნახევარგამტარებისა და სხვა მგრძნობიარე ტექნოლოგიების განვითარებაში.
ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯი ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გადაიდგა, თუმცა ჩინეთი, დიდი ალბათობით, ამაში მისი განვითარების შეკავების ფართო კამპანიას დაინახავს.
თეთრმა სახლმა ეს ნაბიჯი აშშ–ჩინეთს შორის ყველაზე დაძაბული ურთიერთობების პერიოდში გადადგა.
ჩინეთში ივლისში, ბოლო ორი წლის განმავლობაში პირველად, სამომხმარებლო ფასები დავარდა და მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა დეფლაციის საფრთხის წინაშე დადგა.