Sunday, November 27, 2022
spot_img
მთავარიმთავარიბელარუსის 10-15 ათასი სამხედრო მზადაა იბრძოლოს უკრაინაში რუსული ფულისთვის - უკრაინის გენშტაბი

ბელარუსის 10-15 ათასი სამხედრო მზადაა იბრძოლოს უკრაინაში რუსული ფულისთვის – უკრაინის გენშტაბი

ბელარუსის უშიშროების ძალების დაახლოებით 10-15 ათასი თანამშრომელი მზად არის მონაწილეობა მიიღოს რუსეთის “ე.წ. სპეცოპერაციაში” , – ამის შესახე ბრიფინგზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ოლექსი გრომოვმა განაცხადა.

“ბელარუსის რესპუბლიკის უშიშროების ძალების დაახლოებით 10-15 ათასი თანამშრომელი მზად არის მონაწილეობა მიიღოს რუსეთის ფედერაციის ეგრეთ წოდებულ სპეცოპერაციაში. პირველ რიგში, მაღალი ფულადი მხარდაჭერის მიმზიდველობის გამო” – თქვა გრომოვმა.

მისივე თქმით, ბელარუსის შეიარაღებული ძალების მზადყოფნა დამოუკიდებელი სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად შეფასებულია როგორც დაბალი. ასეცე ბადლად ითვლება მათი მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა იმის გამო, რომ პერსონალის უმრავლესობამ უარი თქვა მონაწილეობა მიიღოს უკრაინის წინააღმდეგ ომში.

შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიმართვა გაავრცელეს, სადაც ბელარუსის მოსახლეობას მოუწოდეს, თავიდან აიცილონ ბელარუსის ჩართვა უკრაინის წინააღმდეგ ომში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები