ბელორუსის ხელისუფლებამ „არამეგობრული ქვეყნების“ სია გამოაქვეყნა, რომელშიც 40 ქვეყანაა შეიყვანა, რის შესახებაც მინისტრთა საბჭოს შესაბამისი დადგენილება გამოქვეყნდა.
სია ჩამოყალიბდა “ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია დოკუმენტში.
ბელორუსის იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ, არამეგობრული სახელმწიფოების სიაში შედიან:
ავსტრალიის კავშირი
ევროკავშირის წევრი ქვეყნები
კანადა
ლიხტენშტეინის სამთავრო
ნორვეგიის სამეფო
ახალი ზელანდია
ალბანეთის რესპუბლიკა
ისლანდიის რესპუბლიკა
ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო
აშშ
მონტენეგრო
შვეიცარიის კონფედერაცია
ერთი დღით ადრე ალექსანდრე ლუკაშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აჩერებს გადახდებს „არამეგობრული უცხოელებისთვის”, ასევე აღნიშნულია, რომ დოკუმენტი მიზნად ისახავს „ეროვნული ეკონომიკური სუბიექტების დაცვას მათი ანგარიშებიდან თანხების დებეტისაგან უცხო სახელმწიფოების რეზიდენტების მოთხოვნით, რომლებიც არამეგობრულად ეპყრობიან ბელორუსის იურიდიული და ფიზიკური პირებს“.
გარდა ამისა, ბელორუსის ხელისუფლებამ გადაწყვიტა შეასრულოს სავალდებულო ტრანზაქციები გარკვეული უცხოელი კრედიტორების მიმართ ბელორუსული რუბლით.