Monday, December 11, 2023
spot_img
მთავარიUncategorizedბიბილოვმა რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმი ჩანიშნა

ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმი ჩანიშნა

სამხრეთ ოსეთის მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ხელი მოაწერა ე.წ. რესპუბლიკის რუსეთთან მიერთების “რეფერენდუმის” ჩატარებას . ინფორმაცია ბიბილოვის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დე ფაქტო რეფერენდუმი 17 ივლისს უნდა ჩატარდეს.

“ვხელმძღვანელობ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოსახლეობის მისწრაფებით რუსეთთან შეერთებისკენ, ვადგენ: დაინიშნოს რეფერენდუმი “მხარს უჭერთ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მიერთებას რუსეთთან?”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ე.წ. დადგენილება ძალაში შევიდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა საბუთი გადაამოწმა, რომელიც “რესპუბლიკის რუსეთთან მიერთების” შესახებ ე.წ. რეფერენდუმს ეხება.

როგორც ე.წ. ცესკოს  განცხადებაში წერია, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია “რესპუბლიკის კანონებს შეესაბამება”.  ბიბილოვმა განაცხადა, რომ “დადგა დრო ერთხელ და სამუდამოდ გავერთიანდეთ. გავხდეთ უფრო ძლიერები ამ უკვე ოფიციალურ კავშირში. რუსეთი და სამხრეთ ოსეთი ერთად იქნებიან. ეს არის ახალი დიდი ისტორიის დასაწყისი”. 

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები