ბოლო 24 საათში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა.
გამოვლინდა 58 ახალი შემთხვევა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 243 ტესტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.37%-ია.
დღეისთვის ერთდროულად ინფიცირებულია 1 483 ადამიანი. მათგან 321 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 188, აჭარაში – 9, იმერეთში – 71.
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 72 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 50, აჭარაში – 4, იმერეთში – 9. 1 162 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე სულ დადასტურდა 1 654 313 შემთხვევა, პანდემიას ემსხვერპლა 16 800 ადამიანი.