Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 20 385 ტესტირება, მათ შორის 18 652 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 733 PCR ტესტით.

შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 232 შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 653 692-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 117, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 1 634 591 შეადგინა.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 794 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 232 ახალი შემთხვევიდან: თბილისში 120 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარა – 13, იმერეთი – 39, ქვემო ქართლი – 7, შიდა ქართლი – 14, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 11, კახეთი – 9, მცხეთა-მთიანეთი -4, სამცხე-ჯავახეთი – 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების 2 281 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 337 ადამიანი საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 189, აჭარაში – 13, იმერეთში – 81. რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს – 71 ადამიანი, თბილისში – 47, აჭარაში – 7, იმერეთში – 6. 1 944 კი მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები