8 მაისს პირველი შეხვედრა კომპანიის თანამშრომლებთან, კოლექტიური დავის მედიატორმა ბორჯომში გამართა.
ანა სამსონიამ პრობლემების და კრიზისის განმუხტვის გზების შესახებ მუშებისგან მოისმინა.
შემდეგ შეხვედრას მედიატორი კომპანიის ადმინისტრაციასთან გამართავს.
კომპანია ბორჯომმა 49 თანამშრომელი, რომლებმაც შეთანხმება ვერ მოხერხდა, სამსახურიდან გაათავისუფლა. გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღდგენას და ძველი ხელშეკრულებით მუშაობის გაგრძელებას ითხოვენ.
კომპანია ბორჯომმა წარმოება 29 აპრილს შეაჩერა და ორივე ქარხნის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზი დასავლეთის მიერ რუსეთის და რუსი ბიზნესმენების მიმართ დაწესებული სანქციებია – ბორჯომის მფლობელი რუსული კომპანია ალფა გრუფია, რომელიც სანქცირებულთა სიაში მოხვდა – მისი ანგარიშები გაიყინა.
ქარხნებში 1000 ადამიანია დასაქმებული. წარმოების შეჩერების შემდეგ კომპანიამ მათ ახალი სახელფასო პირობები შესთავაზა – თანამშრომლებს ანაზღაურება გაუნახევრდათ, ასევე, ზეგანაკვეთურ შრომაში ნაცვლად არსებული 140%-ისა, 125%-ს მიიღებენ.