დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის Brimstone-ის ტიპის 600 რაკეტის გაგზავნას გეგმავს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა.
რაკეტა „ჰაერი-მიწის“ კლასს ეკუთვნის და 60 კმ-ის მანძილზე მიფრინავს. კონკრეტულად რა ავიასაშუალებებზე იქნება განლაგებული რაკეტები, ჯერჯერობით უცნობია.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი Challenger-2-ის ტანკების გარდა უკრაინას 200 ერთეულ ჯავშანტექნიკასაც გადასცემს. ასევე ლონდონი კიევს მძიმე არტილერიას და 100.000 საარტილერიო ჭურვს მიაწვდის.