Monday, December 11, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიობრიტანეთმა და შვედეთმა თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდახმარების პაქტს ხელი მოაწერეს

ბრიტანეთმა და შვედეთმა თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდახმარების პაქტს ხელი მოაწერეს

ბრიტანეთისა და შვედეთის პრემიერმინისტრებმა ბორის ჯონსონმა და მაგდალენა ანდერსონმა ხელი მოაწერეს პოლიტიკური სოლიდარობის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთი და შვედეთი რომელიმე სახელმწიფოზე თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთს დაეხმარებიან.

ჯონსონი აცხადებს, რომ დადებული პაქტის მიხედვით შვედეთსა ან დიდ ბრიტანეთზე თავდასხმის შემთხვევაში თითოეული მეორეს დაეხმარება.

პრემიერი ანდერსონის განცხადებით, პაქტი კრიზისულ დროს სამხედრო დახმარებას მოიცავს.

„შვედეთში კატასტროფის ან თავდასხმის შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთი შვედეთს დაეხმარება იმით, რასაც შვედეთი მოითხოვს.ეს [პაქტი] დაზვერვის მეტი ინფორმაციის გაზიარების, სამხედრო წვრთნების გაძლიერებისა და ტექნოლოგიის ერთობლივ განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს. ეს შეთანხმებაა, რომელიც დაიცავს ორივეს, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის ღირებულებებს“, – აცხადებს ჯონსონი.

ჯონსონის თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციის მიხედვით დიდ ბრიტანეთს იმავე მხარდაჭერას შვედეთიც ჰპირდება.დიდი ბრიტანეთის პრემიერი ამბობს, რომ მისთვის პატივია ხელი მოაწეროს დეკლარაციას, რომელიც ორ ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოებს.

„ჩვენ ურყევი და მკაფიო პოზიცია გვაქვს, შვედეთისა და ფინეთის მხარდაჭერაში და ამ უსაფრთხოების დეკლარაციების ხელმოწერა არის განგრძობადი გარანტიის სიმბოლო ჩვენს ქვეყნებს შორის“ – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები