Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაბრიტანული Independent-ი საქართველოს ტურისტულ შესაძლებობებზე წერს

ბრიტანული Independent-ი საქართველოს ტურისტულ შესაძლებობებზე წერს

“საქართველოა ჩემს ფიქრებში: თოვლი, საფერავი და სოლიდარობა კავკასიაში”

ბრიტანულმა Independent-მა საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვრცელი სტატია “საქართველოა ჩემს ფიქრებში: თოვლი, საფერავი და სოლიდარობა კავკასიაში” მოამზადა.

გამოცემის ჟურნალისტი მეგან ივზი საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურით მოხვდა.

სტატიაში აღწერილია ძველი თბილისი, აბანოები, იმერეთი, გელათის სამონასტრო კომპლექსი და სამთო კურორტი ბაკურიანი.

„კოხტას წვერზე სრული სიჩუმეა, რომელსაც ძლიერი ცივი ქარის ხმა არღვევს, დაბლობი დათოვლილი მთებით და ნაძვის ტყეებითაა გარშემორტყმული. მთის კალთები კოლორადოს მაგონებს. -7 გრადუსია, მაგრამ მზეა, უღრუბლო ლურჯ ცას მთები ხვდებიან, როგორც ოკეანე. საქართველო ძალიან ცნობილი სათხილამურო ქვეყანა არ არის, თუმცა რატომ ვერ ვხდები, არადა შავი ზღვიდან აზერბაიჯანამდე კავკასიონის მაღალი მთებია გადაჭიმული და მთის ცხოვრების წესს განსაზღვრავს ამ რეგიონს. საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარას სიმაღლე ზღვის დონიდან 5193 მეტრია, რაც 386 მეტრით მაღალია ალპების უმაღლეს მწვერვალ მონბლანზე“,-წერს მეგან ივზი.

ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტმა სამცხე-ჯავახეთშიც იმოგზაურა, გაეცნო ადგილობრივ კულტურას, კულინარიასა და ღვინოს.

„საქართველოში 400, 500 სახეობის ვაზის ჯიშია, მათ შორისაა სახელგანთქმული საფერავი, გამორჩეულია წითელი ღვინო. ღვინოთა უმრავლესობა ბიოდინამიკური, ნატურალური მეთოდით მზადდება. ძალიან ხშირად ქართველი მეღვინეები უძველეს ტექნოლოგიას იყენებენ, ღვინოს მიწისქვეშ არსებულ თიხის ჭურჭელში, ქვევრში ინახავენ. საქართველოს სამხრეთით, მესხეთში მეღვინეები ისტორიული ვაზის ტერასებს ამუშავებენ. ამზადებენ ღვინოს, რომელსაც საოცარი გემო აქვს“- წერს Independent-ის ჟურნალისტი.

სტატიის ბოლოს, მეგან ივზი მკითხველს დეტალურ ინფორმაციას აწვდის, რომელი ავიაკომპანიების რეისებით შეიძლება საქართველოში მოხვედრა და ევროპის რომელი ქალაქებიდან შეუძლიათ მსურველებს პირდაპირი რეისით ჩამოფრენა.

პოპულარული გამოცემის Independent-ის სტატიებსა და პოსტებს სოციალურ ქსელებში, თვეში ჯამში 20 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ბეჭდურ გამოცემას ბრიტანეთში ყოველწლიურად 28 მილიონი მკითხველი ჰყავს.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები