Tuesday, January 31, 2023
spot_img
მთავარიმთავარიბუნდესტაგში იგრძნობოდა სულისკვეთება, რაც ჩვენმა მოსახლეობამ მოისმინა ოლაფ შოლცისგან, ევროპა უნდა იყოს...

ბუნდესტაგში იგრძნობოდა სულისკვეთება, რაც ჩვენმა მოსახლეობამ მოისმინა ოლაფ შოლცისგან, ევროპა უნდა იყოს სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე – პაპუაშვილი

ბუნდესტაგში შეხვედრებზე იგრძნობოდა ის სულისკვეთება, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოისმინა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მხრიდან – ევროპა უნდა იყოს სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ბუნდესტაგის ყველა წარმომადგენელს აქვს იგივე დამოკიდებულება, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი.

შალვა პაპუაშვილის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლება თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს მუშაობა 12 რეკომენდაციაზე.

„დღეს ჩვენს დელეგაციას შეხვედრები გვქონდა ბუნდესტაგის პრეზიდენტ ბერბელ ბასთან, ასევე ევროპის საკითხთა, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან, ყველა ამ შეხვედრაზე იგრძნობოდა მთავარი სულისკვეთება, ის სულისკვეთება, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოისმინა სულ ცოტა ხნის წინ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის მხრიდან, როდესაც მან თქვა, რომ ევროპა უნდა იყოს სივრცე ლისაბონიდან თბილისამდე. ზუსტად ეს განწყობა აქვს მთლიანად, ბუნდესტაგის ყველა წარმომადგენელს, მათ შორის ყველა ფრაქციაში იგივე დამოკიდებულებაა, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, ამიტომ საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში არის ის გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად აღსრულდება. ამ მხრივ, გვქონდა საუბარი, რომ მნიშვნელოვანია, პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს მტკიცე მომავალ წელს, როდესაც საქმე შეეხება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან, საქართველო აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, რაც ეეხება ტექნიკურ პარამეტრებს და სხვადასხვა კრიტერიუმს, რომელიც საჭიროა სტატუსისთვის. გვაქვს კიდევ 12 რეკომენდაცია, რომელზეც მიდის მუშაობა. ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა რაც შეიძლება მალე დასრულდეს მუშაობა, რომ შემდეგ უკვე გვქონდეს მოლოდინი, ევროკავშირმა შეაფასოს ჩვენი სამუშაო და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, რომელიც დელეგაციასთან ერთად გერმანიის დედაქალაქში იმყოფება.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები