საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ექიმებმა და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერებმა ცოცხალი ჯაჭვით გზა გადაკეტეს და ამ აქცია-პერფორმანსით მათ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და სამკურნალოდ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა მოითხოვეს.
ამასთან, სამედიცინო დარგის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აღნიშნული მიზნით ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს და სხვა წარმომადგენლობით ორგანოებს გაეგზავნებათ.