Monday, December 5, 2022
spot_img
მთავარიმსოფლიოგაეროს მონაცემებით უკრაინაში თითქმის 4000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაეროს მონაცემებით უკრაინაში თითქმის 4000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან 22 მაისის ჩათვლით, უკრაინაში 3930 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 257 ბავშვია. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ 23 მაისის მონაცემებით, საომარი მოქმედებებისას უკრაინაში 4532 სამოქალაქო პირი დაიჭრა, მათ შორის 394 ბავშვი.

მშვიდობიან მოსახლეობაში ყველაზე დიდი მსხვერპლი დონეცკის და ლუგანსკის ოლქებშია, სადაც მოკლული 2200 ადამიანია და დაჭრილი – 2525.ხოლო იმ ორი ოლქის ტერიტორიაზე, რომელსაც უკრაინის მთავრობა აკონტროლებს გაცილებით მაღალია მსხვერპლი (2072 მოკლული და 2003 დაჭრილი), რუსეთის მიერ კონტროლირებულ თერიტორიბთან შედარებით(128 მოკლული და 522 დაჭრილი).  სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი, ძირითადად, გამოწვეულია მძიმე არტილერიის და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით განხორციელებული შეტევებისა და სარაკეტო და საჰაერო დარტყმების შედეგად.-აცხადებენ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში.

ჯერჯერობით ინფორმაციის მიღება და გადამოწმება ისეთი რაიონებიდან  ვერ ხერხდება, სადაც ბოლო დრომდე გრძელდებოდა, ან ახლაც მიმდინარეობს აქტიური საბრძოლო მოქმედებები. ასეთ რაიონებს შორის დასახელებული დონეცკის ოლქის ქალაქი მარიუპოლია, ასევე ხარკოვის ოლქის ქალაქი იზიუმი და ლუგანსკის ოლქის ქალაქი პოპასნაია, საიდანაც ცნობები მშვიდობიან მოსახლეობაში დიდი მსხვერპლის შესახებ ვრცელდება.

პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია” აქვს. უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრამდე პუტინმა უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებაი “დამოუკიდებლბა” აღიარა. მანამდე რუსეთმა, უკრაინისგან მოითხოვა, რომ ნატოს წევრი არ გახდეს.

რუსეთი უკრაინაში სარაკეტო, საავიაციო და სახმელეთო ძალებს იყენებს არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციების, არამედ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგაც. უკრაინის ხელისუფლება რუსეთის მოქმედებას გენოციდად აფასებს.

კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შტურმის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები უკრაინის აღმოსავლეთში გადაისროლა, “დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად”.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები