Tuesday, September 26, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაგაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ რუსეთის წევრობის შეჩერებას მხარი დაუჭირა

გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ რუსეთის წევრობის შეჩერებას მხარი დაუჭირა

უკრაინაში შეჭრის გამო გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციამ (UNWTO) რუსეთის წევრობის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

მადრიდში დაფუძნებული ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას ორგანიზაციის 160-მა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ტურისტული სააგენტოს საგანგებო გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც 27 აპრილს გაიმართა.

გადაწყვეტილების მისაღებად ხმების ორი მესამედის უმრავლესობა იყო საჭირო. ორგანიზაციის წარმომადგენელს არ დაუკონკრეტებია, ზუსტად რამდენმა წევრმა დაუჭირა მხარი წინადადებას. რუსეთი ელოდა თავისი წევრობის შეჩერებას და შეკრების დასაწყისშივე გამოაცხადა, რომ ის გადიოდა ორგანიზაციიდან.

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა განაცხადებით, სააგენტოს წესდება ნათელია: “ტურიზმის ხელშეწყობა მშვიდობისთვის და ადამიანის უფლებების საყოველთაო პატივისცემა. მხოლოდ ის წევრები შეიძლება იყვნენ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ნაწილი, რომლებიც ამ წესდებას იცავენ”.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს იყო “პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება”, რომელსაც ის უკანონოდ მიიჩნევს. ის ასევე ამტკიცებს, რომ კენჭისყრას ხელი შეუწყო “ანტირუსულმა პროპაგანდამ” და “შანტაჟმა”. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება ტურიზმის ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ არ იმოქმედებს ტურიზმზე რუსეთში.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები