Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიოგაეროში რუსმა დიპლომატმა უკრაინაში ომი დაგმო და თანამდებობა დატოვა

გაეროში რუსმა დიპლომატმა უკრაინაში ომი დაგმო და თანამდებობა დატოვა

რუსეთის მუდმივი მისიის თანამშრომელმა, ბორის ბონდარევმა, ჟენევაში, გაეროს ოფისში, უკრაინასთან ომი გააპროტესტა და თანამდებობა დატოვა. დიპლომატიური სამსახურის დროს, როგორც ბონდარევი წერს, მას ასე არასდროს შერცხვენია თავისი ქვეყნის გამო. ბონდარევის გადადგომის შესახებ ტვიტერში იურისტმა განაცხადა, უფლებადამცველმა და UN Watch-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰილელ ნეიერმა, გამოაქვეყნა. მოგვიანებით კი ეს ცნობა თავად ბონდარევმაც დაადასტურა.

“პუტინის მიერ უკრაინასთან და, ფაქტობრივად, მთელ დასავლურ სამყაროსთან გაჩაღებული აგრესიული ომი არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულია, არამედ, ყველაზე სერიოზული დანაშაულია რუსი ხალხის წინააღმდეგ”, – დაწერა ბონდარევმა თავის გვერდზე LinkedIn-ის სოციალურ ქსელში.

ბონდარევს, ჟენევაში გაეროს ოფისის ვებგვერდის თანახმად, მუდმივი მისიის მრჩევლის თანამდებობა ეკავა. იგი დიპლომატიურ სამსახურში 20 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. “სამწუხაროდ, მთელი ამ ოცი წლის განმავლობაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობაში სიცრუისა და არაპროფესიონალიზმის დონე მუდმივად იზრდებაოდა” – განაცხადა დიპლომატმა.

ბონდარევის თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიით აღარ არის დაკავებული, არამედ სიცრუეს თესავს და აღვივებს ომს. “რუსეთს მოკავშირეები აღარ დარჩა”. – აღნიშნა დიპლომატმა, რომელმაც ეს ვითარება მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით ახსნა. მისივე თქმით, კარიერის გაგრძელება სურს, თუმცა მიიჩნევს, რომ ახლა საჯარო სამსახურში დარჩენა სამშობლოს ღალატის ტოლფასია.

ბონდარევი, ალბათ, პირველი რუსი დიპლომატია, რომელმაც გადადგომის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა, უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თანამშრომლის ამ ნაბიჯზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები