გაეროს სურსათის პროგრამის ხელმძღვანელმა დევიდ ბიზლიმ, დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს ილონ მასკსა და ჯეფ ბეზოსს, მსოფლიოს შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისკენ მოუწოდა. მან მილიარდერებს მოუწოდა ფულადი სახსრები გაიღონ და საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ საქმეში.
„მსოფლიოს სერიოზული პრობლემები აქვს. ეს არაა უბრალოდ სიტყვები. აიღეთ საკუთარ თავზე ინიციატივა, იმიტომ, რომ მსოფლიოს სჭირდებით თქვენ“, – მიმართა მან ბიზნესს.
მისივე თქმით, გასულ წელს სოციალური ქსელით მიმოწერა ჰქონდა ილონ მასკთან და ეს ეკითხებოდა მას, რა სახით დაეხმარებოდა გაეროს სურსათის სააგენტო შიმშილის გლობალური პრობლემის დაძლევას, თუ ის 6 მლრდ დოლარს გაიღებდა შემოწირულობის სახით.
„მასკმა 6 მლრდ დოლარი გადარიცხა ფონდში. ყველა ფიქრობს, რომ ეს ფული ჩვენამდე მოვიდა, მაგრამ ასე არ არის, მან ჩვენამდე ვერ მოაღწია. ამიტომ მე იმედიანად ვარ“, – განაცხადა მან.