Wednesday, May 31, 2023
spot_img
მთავარიმსოფლიო„გაზპრომმა“ დანიურ და გერმანულ ენერგოკომპანიებს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

„გაზპრომმა“ დანიურ და გერმანულ ენერგოკომპანიებს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

ჰოლდინგის მიერ გავრცელებული განცხადებით, „გაზპრომმა“ დანიურ ენერგოკომპანია Orsted Salg & Service A/S-სა და გერმანულ კომპანია Shell Energy Europe-ს (Shell-ის ევროპული შვილობილი კომპანია) საფასურის რუბლში გადაუხდელობის გამო გაზის მიწოდება შეუწყვიტა.

„31 მაისის დღის ბოლოსთვის „გაზპრომ ექსპორტმა“ რუსეთის პრეზიდენტის 31 მარტის ბრძანების მიხედვით, Orsted Salg & Service-გან გაზის მიწოდებისთვის აპრილის თვის გადასახადი არ მიიღო“ -აღნიშნულია განცხადებაში. გაზის მიწოდების აპრილის გადასახადი კომპანიას არც Shell Energy Europe-სგან მიუღია.

„გაზპრომ ექსპორტმა“ 2021 წელს Orsted Salg & Service 1.97 მლრდ კუბური მეტრის გაზი მიაწოდა, რაც დანიის გაზის მოხმარების, დაახლოებით, ორი მესამედია. – აცხადებენ რუსულ კომპანიაში, ხოლო „გაზპრომ ექსპორტისა“ და Shell Energy Europe-სგან გერმანიაში გაზის მიწოდების წლიური მოცულობა 1.2 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს.

უცხოური ენერგოკომპანიები ინფორმირებულები იყვნენ, რომ 1-ელი აპრილიდან გაზის მიწოდებისთვის რუბლში უნდა გადაეხადათ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები