Wednesday, May 31, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაგაზრდილი ჯარიმები პარკირების წესების დარღვევაზე

გაზრდილი ჯარიმები პარკირების წესების დარღვევაზე

დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დედაქალაქის მერმა, განმარტა რა ოდენობით გაიზრდება კონკრეტულ დარღვევებზე ჯარიმები და აღნიშნა, რომ „არავის სიამოვნებს ვინმეს დაჯარიმება, მაგრამ წესრიგი მნიშვნელოვანია“. კალაძის თქმით, ჯარიმების გამკაცრების თაობაზე საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე დამტკიცებულია.

„ბევრი გულისტკივილის წერილი შემოდის იმასთან დაკავშირებით, რომ ტროტუარებზეა ავტომობილები გაჩერებული და ფეხით გადაადგილებაც კი შეუძლებელია. გვინდა, ეს ყველაფერი დარეგულირდეს. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა ამ ყველაფერს მოიცავს, შესაბამისად, კანონში ჯარიმების გაზრდის თვალსაზრისით გარკვეული ცვლილებები განხორციელდება.

დაუცველობისთვის ჯარიმა იყო 10 ლარი, ცვლილებების შედეგად 50 ლარი გახდება. ასევე, ველოსიპედის ბილიკზე ან ზოლზე მოძრაობის, დგომის ან გაჩერებისთვის ჯარიმა იზრდება – იყო 50 ლარი, გახდება 100 ლარი. სატრანსპორტო საშუალებების გზაზე მიტოვება – ესეც დიდი პრობლემაა. თვეობით, წლობით დგას კონკრეტული ავტომობილი, რომელიც მიტოვებულია და ეს დისკომფორტს წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ასევე,თბილისში ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების დამუხტვის ადგილზე პარკირება სხვა ავტომობილებისთვის დაჯარიმდება – 50 ლარია დღეს, გაიზრდება 100 ლარამდე. რაც შეეხება, შშმ პირების ადგილების დაკავებას, აქაც ჯარიმა დღეს 50 ლარია, გაიზრდება 100 ლარამდე. ამასთან, ტროტუარზე თუ იქნება მანქანა დაპარკინგებული, მაშინვე დაექვემდებარება ევაკუაციას. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეითად მოსიარულეებს, ეტლით მოსიარულეებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ ტროტუარებზე.

ამასთან, მსუბუქი მანქანებისთვის გამოყოფილ ადგილზე გვაქვს შემთხვევები, როდესაც ხდება დიდი სატრანსპორტო საშუალებების პარკირება, რაც კატეგორიულად მიუღებელია“,- განაცხადა კახა კალაძემ.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები