Thursday, December 1, 2022
spot_img
მთავარისაზოგადოებაგანათლების სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა უმაღლესი შეფასება მისცეს საქართველოში უკრაინულენოვანი სექტორის გახსნას

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციებმა უმაღლესი შეფასება მისცეს საქართველოში უკრაინულენოვანი სექტორის გახსნას

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინცორმაციით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინულენოვანი სექტორის გახსნას საერთაშორისო ორგანიზაციების – UNICEF-ის, ეუთოსა და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს და უკრაინელი მოსწავლეების მხარდაჭერისთვის საქართველოს მთავრობას მადლობაც გადაუხადეს.

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ღასან ხალილმა, რომელსაც უკრაინულ სექტორში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უმასპინძლა, მან ტვიტერის პირად გვერდზე უკრაინელ ბავშვებთან ვიზიტის ფოტოები გამოაქვეყნა და მინისტრს უკრაინული სექტორის წარმატებით დაფუძნება მიულოცა.

ღასან ხალილის განაცხადებით, საქართველოში უკრაინულენოვანი სექტორის დაფუძნება ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, მინისტრის ხელმძღვანელობით, სამინისტრომ უკრაინელი მოსწავლეებისთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა უმოკლეს დროში მოახერხა. სწორედ ამ ძალისხმევის დამსახურებით, დღეს უკრაინელი ბავშვები ზოგად განათლებას იმავე კურიკულუმის მიხედვით იღებენ, რომლითაც უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ.

უკრაინულ სექტორში სასწავლო პროცესის მიმდინარეობა ჩხენკელმა ასევესაქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კემლინ ფურლის პირადად გააცნო. მინისტრისგან მან პირადად მიიღო ინფორმაცია მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სკოლაში უკრაინელი ბავშვების ჩარიცხვასა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. UNHCR-ის საქართველოს წარმომადგენლობაც გამოეხმაურა პროცესს: „ახლა უკრაინელ ბავშვებს მთელი საქართველოს მასშტაბით აქვთ სკოლაში განათლების მიღების შესაძლებლობა. UNHCR ულოცავს სამინისტროს თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში უკრაინული სექტორის დაფუძნებას.“

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში ზუსტად 2 კვირაში უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნება შეძლო, სადაც უკრაინელი მოსწავლეები პირველიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით მშობლიურ ენაზე მიიღებენ ზოგად განათლება. ამ დროისთვის უკრაინულენოვან სექტორზე 211 მოზარდი სწავლობს.

უკრაინელი მოსწავლეები, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში ჯამში 650-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე იღებს განათლებას“ , – სამინისტროს ინფორმაციით.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები