Wednesday, October 4, 2023
spot_img
მთავარისაზოგადოებაგანვიხილეთ საკითხები, რომლებიც საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს

განვიხილეთ საკითხები, რომლებიც საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, ანა ბიერდე სოციალურ აცხადებს, რომ ფინანსთა მინისტრ ლაშა უციშვილთან შეხვედრაზე, საქართველოს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის საკითხი განიხილა.

ანა ბიერდე სოციალურ ქსელში წერს, რომ ლაშა ხუციშვილთან საუბრისას მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების, საწარმოთა ზრდის, განვითარების პოტენციალის სრული რეალიზების, ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესების და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით მსოფლიო ბანკის მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

„შევხვდი საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს. მასთან ერთად განვიხილე მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების, საწარმოთა ზრდისა და განვითარების პოტენციალის სრული რეალიზების, ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესების, რეგიონული კავშირების გაძლიერებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში, საქართველოს ყველა მოქალაქის ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს”, – წერს მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ანა ბიერდე.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები