Sunday, February 5, 2023
spot_img
მთავარიმთავარი"გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი..." | შსს-ს განცხადება საგარეჯოზე

“გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი…” | შსს-ს განცხადება საგარეჯოზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები მობილიზებული არიან საგარეჯოს რაიონში და სპეციალურ ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს ახორციელებენ.

პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან მოქალაქის მხრიდან განხორციელდა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი რამდენიმე ადამიანი.

ბრალდებულმა პირმა ასევე, ცეცხლი გაუხსნა ადგილზე გამოძახებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი გარდაიცვალა.

ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე პოლიციის დამატებითი ჯგუფები არიან მობილიზებული და ბრალდებულის დაკავების მიზნით ოპერატიულ-საგამოძიებო ღონოსძიებებს ატარებენ. სპეციალური ოპერაციის დეტალების შესახებ და ასევე დაჭრილების და გარდაცვლილების შესახებ, დამატებითი ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ, – წერს შსს

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები