Sunday, September 24, 2023
spot_img
მთავარირეგიონიგელათს კვლავ დროებითი საფარით გადახურავენ

გელათს კვლავ დროებითი საფარით გადახურავენ

კულტურის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ გელათის მონასტერს სახურავს მოხდიან და დროებითი სახურავით გადახურავენ. პროცესი, 13 მაისს დაიწყება და ივნისის დასაწყისამდე გაგრძელდება. მიზეზი გასულ წლებში ხარვეზებით განხორციელებული გადახურვის გამო შექმნილი პრობლემის და ტენიანობისაღმოფხვრაა, რაც ტაძარში არსებულ ფრესკებს საფრთხეს უქმნის.

დროებითი გადახურვის მოწყობის რეკომენდაცია UNESCO-ს ექსპერტებმა გასცეს კედლებსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის ზემოდან ასაორთქლებლად.

ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი 2008 წელს შემუშავდა. სამიანისტროს წარმომადგენლევის ინფორმაციით, „როგორც პროექტი, ასევე მისი განხორციელების პროცესი სერიოზული ხარვეზებით გამოირჩეოდა და ტაძარში წყლის ჩასვლის პრევენცია მხოლოდ 2020 წლის დასასრულისთვის მოხერხდა“. 2021 წლის ზაფხულიდან დღემდე საქართველოში UNESCO-ს ექსპერტთა რამდენიმე მისია განხორციელდა, რომელთა ჩართულობით დაიგეგმა გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესი.

მე-12 საუკუნით დათარიღებული გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს კოორდინაციით, წლებია მიმდინარეობს. რეაბილიტაციისას, სახურავის გამოცვლის დროს, ცენტრალურ ტაძარში წყალი რამდენჯერმე ჩავიდა – დაზიანდა ჭერი, კედლები და უნიკალური ფრესკების ნაწილი.

გელათის მთავარი, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი 2021 წლიდან დაიკეტა ვიზიტორებისთვის, სახურავი დროებითი საფარის ქვეშაა და ექსპერტები შიშობენ, რომ წვიმის შედეგად შესაძლოა ინტერიერი კვლავ დაზიანდეს.

RELATED ARTICLES

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

კვირის ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები